კოლეჯის შენობა და კამპუსი
კოლეჯის ძირითადი შენობა 1800 მ2 ნაგებობა, რომელიც სამ ურთიერთდაკავშირებულ და ამავდროულად ერთმანეთისგან გამოყოფილ ბლოკს წარმოადგენს. სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსი, კოლეჯის სასწავლო-ადმინისტრაციული შენობა და მცირე ზომის სასტუმრო მოწვეული სპეციალისტებისთვის ერთმანეთს დერეფნებით უკავშირდება. ინდივიდუალური საძინებლები სტუდენტებს კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს უქმნის.