მისია

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის მისიაა შექმნას ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულება, სადაც დაინტერესებული პირები, განვითარებად სასწავლო და სამეწარმეო გარემოში, შეიძენენ საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომელთა გამოყენებით შეძლებენ რესურსეფექტურად, სუფთა წარმოების(cleaner
productione) და გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით განახორციელონ პროფესიული საქმიანობა. ამით ხელს შევუწყობთ
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას; ინდივიდის პიროვნული და
პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ხედვა

უზრუნველყოს სწავლის პერიოდში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვა; გაუზიაროს სტუდენტებს,
მსმენელებსა და პერსონალს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, გააცნოს ინოვაციები, რესურსების გამოყენების თანამედროვე გზები,
განავითაროს კოლეჯსა და ბიზნესს, დაინტერესებულ მხარეებს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმები.ამ პრინციპების
გათვალისწინებით ჩვენი ხედვაა ხუთ წელიწადში გავხდეთ წამყვანი დარგობრივი კოლეჯი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დმანისის
რეგიონში, ისე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული სფეროების განვითარებას.

ღირებულებები

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ღირებულებებია: თანამშრომლობა, თვითგამოხატვის თავისუფლება, ღიაობა, გუნდურობა,
პროფესიონალიზმი და მდგრადი განვითარება