პარტნიორები
პლანტაჰოფი
კოლეჯის კონცეპტუალურ განვითარებასა და დაგეგმვას უზრუნველყოფს შვეიცარიაში ერთ- ერთი წამყვანი აგრარული სკოლა – პლანტაჰოფი. პლანტაჰოფთან თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს: კოლეჯის ზოგადი კონცეფციის ჩამოყალიბება, ცოდნის გადაცემა, სასწავლო პროგრამების შედგენა, სასწავლო ფერმისა და ყველის საწარმოს დაგეგმვა, სასწავლო მასალების შერჩევა, მასწავლებლების გადამზადება და გაცვლითი პროგრამები. პლანტაჰოფი უკვე 120 წელია შვეიცარიაში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. დღეისათვის პლანტაჰოფი მოიცავს 4 სასწავლო ფერმას, რომელიც განთავსებულია 270 ჰა ტერიტორიაზე შვეცაირიის კანტონ გრაუბიუნდენში. გარდა სასწავლო ფერმებისა, პლანტაჰოფი ასევე მართავს ფერმერთა ცხრა საკონსულტაციო ცენტრს კანტონის მასშტაბით. ყოველწლიურად პლანტაჰოფში განთლებას იღებს 360 ადამიანი, მათ შორის სტუდენტებიცა და ფერმერებიც, რომლებიც კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. მსგავსი აგრარული სკოლა შვეიცარიაში სულ რამოდენიმეა და ისინი სოფლის მეურნეობის სექტორში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ
Swiss South Caucasus Foundation / GEBERT RÜF STIFTUNG
კოლეჯის მთავარი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი, რომელიც უკვე 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამა
შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიასა და პლანტაჰოფის თანამშრომლობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა კოლეჯისათვის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პრგრამები პლანტაჰოფის მოდელზე დაყრდნობით, ასევე შემუშავდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები და ფერმერთა საკონსულტაციო სერვისები.
შვეიცარიის ბრაუნ-შვიც ასოციაცია და Swissgenetics
შვეიცარიის ბრაუნ-შვიც ასოციაცია არის შვეიცარიელი სელექციონერების, მეცხოველეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სერვის ცენტრი შვეიცარიაში.
Swissgenetics არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სპერმის უმსხვილესი მწარმოებელი.
მათი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება შვეიცარიიდან საქონლის იმპორტი კოლეჯის ფერმისათვის.