ავტორიზაციის მიღების შემთხვევაში გთავაზობთ:
საგანმანათლებლო პროგრამა ფერმერი
პროგრამის მოცულობა – 90 კრედიტი
პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა – 18 სასწავლო თვე
იმ პირებისათვის, რომელთაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია:
პროგრამის მოცულობა – 120 კრედიტი
პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა – 23 სასწავლო თვე
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სოფლის მეურნეობაში /
Secondary Vocational Qualification in Agriculture
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
პროგრამის მიზანია:
მოამზადოს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ფერმერი, რომელიც შეძლებს თავად შექმნას და სრულად მართოს საკუთარი ფერმერული მეურნეობა ან დასაქმდეს როგორც მცირე, საოჯახო, ასევე დიდ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ფერმერულ საწარმოში, დამოუკიდებლად და სრულყოფილად განახორციელოს ფერმერული მეურნეობის სრული ციკლისათვის დამახასიათებელი ყველა საჭირო საქმიანობა
პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულ მეცადინეობების ძირითადი ნაწილი ჩატარდება შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას კუთვნილ სადემონსტრაციო ფერმაში, მეცადინეობებს ჩაატარებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიელი ფერმის მენეჯერი – დანიელ ფელმანი