ფერმა

პრაქტიკული სწავლებების უზრუნველყოფის მიზნით კოლეჯის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს სასწავლო/სადემონსტრაციო ფერმას. 50 სულზე გათვლილი მერძევეობის ფერმა კოლეჯის მოპირდაპირე ნაკვეთზეა განთავსებული, რათა სტუდენტებმა თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებზე შეუფერხებლად მოახერხონ დასწრება. ფერმა დაგეგმილია შვეიცარიელი მეცხოველეობის სპეციალისტების მიერ. ფერმისთვის საქონლის საუკეთესო ჯიშები სპეციალურად შეირჩა შვეიცარიაში.