ყველის ქარხანა

პრაქტიკული სწავლებების უზურნველყოფის მიზნით კოლეჯის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს ყველის საწარმოს. ყველის ქარხანა დაგეგმილია და აღჭურვილია შვეიცარიული საინჟინრო კომპანიის გრობ აგ-ს მიერ. 2000 ლ/დღეში წარმადობის ქარხანა სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ რძის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის დამზადება. სამი ინდივიდუალური ყველის სასაწყობე გვირაბი კი განსხვავებული ტიპის ყველების დაძველების საშუალებას იძლევა. რძის პროდუქტების ხარისხის მუდმივი კონტროლის მიზნით, ქარხანაში განთავსებულია თანამედროვე რძის ლაბორატორია. რადგან ქარხანას ძირითადად სასწავლო დანიშნულება აქვს, ქარხნის შიგნით დამატებით მოწყობილია საკლასო/სადემონსტრაციო ოთახი.