11-13 ნოემბერს კოლეჯმა პლანტაჰოფის დელეგაციას უმასნპინძლა. შვეიცარიელი სპეციალისტების ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში არსებული მერძეული ფერმების შეფასება და ანგარიშის მომზადება, რომელიც სამომავლოდ კოლეჯსა და ფერმებს შორის თანამშრომლობის საფუძველი გახდება. სპეციალისტებმა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 20მდე ფერმა მოინახულეს, რომელთა ნაწილი სამომავლოდ სასწავლო ფერმებად შეირჩა. დაგეგმილია შერჩეული ფერმების შემოწმება/ ხელმეორედ შეფასება, რათა საუკეთესო ფერმებთან ინტენსიური ურთიერთობა დაიწყონ და მოხდეს მათი, როგორც სასწავლო პრაქტიკის ფერმების გადამზადება