25 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ბატონი პატრიკ ფრანცენი, პლანტაჰოფის ოფიციალური წარმომადგენლობა, შვეიცარიის განვითარების ფონდი, სკოლის პარტნიორი ორგანიზაციები  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

სტუმრებმა დაათვალიერეს მშენებლობის პროცენტი და გაეცნენ კოლეჯის სამომავლო გეგმებს.