2020 წლის დეკემბერში კოლეჯის თანამშრომლები შვეიცარიაში გადამზადების კურსებზე გაემგზავრნენ
2020 წლის დეკემბერში შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას ორი თანამშრომელი შვეიცარიაში, პლანტაჰოფის სკოლაში გრძელვადიანი გადამზადების კურსებზე გაემგზავრნენ. ილია დევნოზაშვილი და გიორგი ასლამაზაშვილი ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებენ და ისწავლიან პლანტაჰოფის კუთვნილ ფერმებში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას სასწავლო ფერმაში პრაქტიკულ მეცადინეობებს გაუძღვებიან.