ვინ ვართ ჩვენ
გამოყენებთი განათლებისა და განვითარების ქართული ასოციაცია ეიდი
არაკომერციული ორგანიზაცია “გამოყენებითი განათლებისა და განვითარების ქართული ასოციაცია ეიდი” დაარსდა 2017 წელს მიხეილ სვიმონიშვილის ინიციატივითა და კერძო შვეიცარიული ფონდის – Gebert Ruf Stiftung-ის მხარდაჭერით.
ეიდი ახორციელებს საქართველოში არამომგებიან საქმიანობას თანამედროვე საქველომოქმედო ორგანიზაციისათვის დამახასიათებელი გზით, კერძოდ კი ხელს უწყობს
- გამოყენებითი განათლების გავრცელებას
- კულტურული აქტივობების განვითარებას
სტრატეგიული გამგეობა
მიხეილ სვიმონიშვილი (2017-)
მონიკა ბიუტლერი (2023 -)
ფილიპ ეგერი (2017-2022)
თინათინ მახარაძე (2017-)
შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია არის ეიდის პირველი პროექტი. ეიდი არის სკოლის ერთპიროვნული მფლობელი, იგი განსაზღვრავს მის გრძელვადიან მიზნებს, უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებასა და პასუხისმგებელია მის ფინანსურ სტაბილურობაზე.
შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია
სასოფლო-სამეურნეო განათლების ცოდნის ცენტრი, სპეციალიზებული მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში
შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია უპრეცედენტო კერძო ინიციატივაა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის აგრარული პროფესიული განათლებისა და საკონსულტაციო სისტემის განვითარებას. შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი პროფესიული სასწავლებელი სპეციალიზიერებულია მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მოკლე და გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებს, ფერმერობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში. ამ მიზნით სკოლას აქვს საკუთარი სასწავლო ფერმები და ყველის ქარხანა.
მიზნები:
- სექტორში განვითარების ხელშეწყობა
- ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება
- მთიანი რეგიონების გაძლიერება
- არსებული ღირებულებათა ჯაჭვის გაზრდა
- ეკონომიკურად ყველაზე მოწყვლადი ოჯახების ახალგაზრდებისთვის წარმატებული კარიერის შესაძლებლობების შექმნა
პარტნიორები
სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების უმაღლესი სტანდარტების დანერგვის მიზნით, კოლეჯის კონცეპტუალურ პარტნიორად შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვეიცარიული სასოფლო-სამეურნეო სკოლა – “პლანტაჰოფი”.
“პლანტაჰოფს” შვეიცარიაში სასოფლო-სამეურნეო განათლებისა და საკონსულტაციო მომახურების 120 წლიანი ისტორია აქვს. ამჟამად, “პლანტაჰოფი” კანტონ გრაუბიუნდენში 270 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებულ 4 სასწავლო ფერმას მართავს. ასევე, “პლანტაჰოფი” 9 ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრს უძღვება კანტონის მასშტაბით. სკოლა ყოველწლიურად 360 სტუდენტსა და ფერმერს ემსახურება. შვეიცარიაში “პლანტაჰოფის” მსგავსი რამდენიმე კოლეჯია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სოფლის მეურნეობის სექტორში.
“პლანტაჰოფსა” და შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას შორის თანამშრომლობა, შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანიის „ Expertier – Veterinary Consulting”-ის ჩართულობით ხორციელდება. „ცოდნის ტრანსფერზე“ პასუხისმგებელი გუნდი 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს პროგრამების განვითარებაზე, მასწავლებელთა გადამზადებაზე, სასწავლო საწარმოების კონცეფციის შექმნასა და განხორციელებაზე, სასწავლო მასალების მომზადებასა და სხვა მიმართულებებზე.
ინიციატორი და დონორი
კერძო შვეიცარიული ფონდი – Gebert Ruf Stiftung – პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მთავარი ფინანსური პარტნიორია. ფონდი 25 წელია სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს. მათი ფინანსური კონტრიბუციით შესაძლებელი გახდა კოლეჯის ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და კოლეჯის ფუნქციონირების დაწყება.