Skip to content
SASCSASC
  • SCHOOL CAUCASUS
    • ჩვენ შესახებ
    • განათლება
    • ინფრასტრუქტურა
    • პორტალი სტუდენტებისა და მსმენელებისთვის
    • კონტაქტი
    • English

პროფესიული პროგრამები

პროფესიული პროგრამების სტრუქტურა

  • ხანგრძლივობა – 20-22 თვე
  • დატვირთვა – სრული, კვირაში 40 სთ
  • კვირის განმავლობაში სასწავლო დღების რაოდენობა – 6
  • სასწავლო განრიგიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია, სტუდენტების თანაცხოვრება კოლეჯის საერთო საცხოვრებელში.
  • კვირის განაწილება – 50% თეორია / 50% პრაქტიკა
  • პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება კოლეჯის კუთვნილ პრაქტიკის საწარმოებში.
  • არდადეგები – წლის განმავლობაში 7 კვირა
  • გარე პრაქტიკა პარტნიორ საწარმოებში – პროგრამის მანძილზე 5 კვირა
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
  • სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხა – 4000 ლ /წელიწადში, საერთო საცხოვრებელისა და კვების ჩათვლით

პროფესიული პროგრამა: “ფერმერი”

პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი მეცხოველე-ფერმერი, რომელიც შეძლებს თავად შექმნას და სრულად მართოს საკუთარი ფერმერული მეურნეობა ან დასაქმდეს როგორც მცირე, საოჯახო, ასევე დიდ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ფერმერულ საწარმოში, დამოუკიდებლად და სრულყოფილად განახორციელოს ფერმერული მეურნეობის სრული ციკლისათვის დამახასიათებელი ყველა საჭირო საქმიანობა, საკვებწარმოებიდან მეცხოველეობის პროდუქციის პირველად მიღებამდე.

პროფესიული პროგრამა: “რძის პროდუქტების წარმოება”

პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს რძის პროდუქტების წარმოების შრომის ბაზარი კონკურენტუნარიანი კადრებით, რომლებიც ფლობენ თანამედროვე ცოდნასა და უნარებს და შეძლებენ დამოუკიდებლად და სრულყოფილად განახორციელონ რძის პროდუქტების გადამუშავების სრული ციკლი.

პრაქტიკული ტრენინგები სოფლის მეურნეობაში

USAID-ის პროგრამასთან – დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის – პარტნიორობით კოლეჯი მიზნად ისახავს, ფერმერებისა და რძის გადამამუშავებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას. ამ მიზნით კოლეჯი აფუძნებს ახალ ტრენინგ-ცენტრს. პროგრამის ფარგლებში იგეგმება ცნობილი შვეიცარიული პროფესიული კოლეჯის – “პლანტაჰოფის” არსებული სასწავლო კურსიდან 6 პროგრამის რეპლიკაცია:

  • მსხვილფეხა ცხოველთა მოვლა
  • რძის გადამუშავება (მეყველეობა)
  • მსხვილფეხა ცხოველთა კვება
  • მსხვილფეხა ცხოველთა ჯანმრთელობა
  • მეცენარეობა და აგრომექანიზაცია
  • საძოვრების მართვა და საკვების კონსერვაცია
რეგისტრაცია

ფერმერთა კოსულტაციები

სკოლა გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას მეცხოველეობისა და რძის პროდუქტების გადამუშავების მიმართულებით. დმანისის, ბოლნისისა და წალკის მუნიციპალიტეტის ფარგლებში გთავაზობთ ვეტერინარულ ტექნიკურ სერვისებს, მათ შორის:

  • ხელოვნური განაყოფიერება
  • ჩლიქების დამუშავება
  • რქების მოწვა
  • კასტრაცია

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ

ვიზიტორთათვის

ჯგუფური ვიზიტების დასაჯავშნად მოგვწერეთ – საკონტაქტო ფორმის ლინკი

გთავაზობთ

  • ფერმისა და ქარხნის სასწავლო – საინფორმაციო ტურს
  • განთავსებას სტუდენტურ საცხოვრებელსა და/ან სასტუმროში
  • სამჯერად კვებას
  • რძის პროდუქტების დეგუსტაციას

შვეიცარული აგრარული სკოლა

მენიუ
დამატებითი ინფორმაცია
სიახლეები
კონტაქტი
ინფრასტრუქტურა
კამპუსი
ყველის საწარმო
ფერმა
გამოგვყევით
Facebook
Instagram

გამოიწერე სიახლეები

    Copyright 2025 ©
    • ჩვენ შესახებ
    • განათლება
    • ინფრასტრუქტურა
    • პორტალი სტუდენტებისა და მსმენელებისთვის
    • კონტაქტი
    • English