პროგრამის მიზანია მოქმედი და მომავალი ფერმერებისთვის მსხვილფეხა ცხოველთა საკვები ბაზის სწორი და რაციონალური გამოყენების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება/გამყარება. მსმენელები შეისწავლიან: მდელოს შეფასებას, საძოვრის მართვის სისტემის შერჩევას, საკვების მომზადება- დასაწყობებას, უხეში და წვნიანი საკვების ხარისხის უზრუნველყოფას.
სწავლების მეთოდი – ჰიბრიდული (ნაწილობრივ – ადგილზე, ნაწილობრივ – დისტანციური სწავლება)
პროგრამა სეზონურია, იწყება ივნისში და სრულდება სექტემბერში, მოიცავს: 4 პრაქტიკულ დღეს ივნისში, 3 პრაქტიკულ დღეს სექტემბერში და დისტანციურ სწავლებას შუალედში.
მსმენელის მიერ გადასახდელი თანხა -200 ლარი (მოიცავს პრაქტიკული სწავლების დროს განთავსებასა და კვებას)
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი