პროგრამის მიზანია მოქმედი და მომავალი ფერმერებისთვის მსხვილფეხა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამყარება. მსმენელები შეისწავლიან ცხოველთან მუშაობის უსაფრთხოების წესებს, საქართველოში გავრცელებული ძირითადი ინფექციური, ინვაზიური და არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და მის მნიშვნელობას, პროფესიონალურ წველას, ინტერვენციებს, ცხოველთა გამრავლებასა და ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებს, ფერმაში გამოსაყენებელ სამკურნალო და პროფილაქტიკურ საშუალებებსა და მათ სწორ გამოყენებას, წამლის ორგანიზმში შეყვანის გზებს.
სწავლების მეთოდი – ჰიბრიდული (ნაწილობრივ – ადგილზე, ნაწილობრივ – დისტანციური სწავლება)
ხანგრძლივობა: 5 კვირა (10 დღე ადგილზე პრაქტიკული ტრენინგი, 3 კვირა დისტანციური სწავლება)
მსმენელის მიერ გადასახდელი თანხა -350 ლარი (მოიცავს პრაქტიკული სწავლების დროს განთავსებასა და კვებას)
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი